← სიახლე
რუსთავის, არმიას და ჰიუნდაის გამარჯვებები

2017-02-01



 გალერეა
დღეს საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 3 მატჩი გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. 

3 შეხვედრიდან 1 გამოდგა დაძაბული, დანარჩენებში კი გამარჯვებულის ვინაობა იოლად გაირკვა. უშეღავათო გამოდგა "ზაზას" და "არმიას" დაპირისპირება. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, მანამდე კი თანაბარი ორთაბრძოლა მომდინარეობდა - ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან მეორე. 

ყველაფერი დასკვნითმა წუთმა გადაწყვიტა, რომელშიც უფრო მობილიზებულნი არმიელები აღმოჩდნენ. საბოლოოდ 68:65 - "არმიას" დარჩა გამარჯვება, რაშიც სოლიდური წილი ორმაგი დუბლის მიმთვლელმა ვასო კუტალაძემ დაიდო. მის ანგარიშზე 15 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. არმიელთა ბომბარდირი კი 16 ქულით ვახტანგ გაფრინდაშვილი გახდა. ზაზას აკადემიის გუნდში 30 ქულით საუკეთესო იყო საბა აკობია.

დანარჩენ მატჩებში კი დიდი სხვაობები დაფიქსირდა. "რუსთავმა" 82:63 სძლია "სოხუმს", ხოლო ჩემპიონატის ლიდერმა "ჰიუნდაიმ" "ქუთაისი" 100:69 დაამარცხა.

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართება "სოხუმსა" და "ზაზას" შორის.

სოხუმი – რუსთავი  63:82  

არმია – ზაზა  68:65  

ჰუინდაი – ქუთაისი  100:69  
2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890