← სიახლე
ჰიუნდაის და ზაზას გამარჯვებები

2017-02-14



 გალერეა

საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩს დღეს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ „ჰიუნდაი“ და „არმია“ შეხვდნენ. მატჩი ჰიუნდაელთა 16-ქულიანი გამარჯვებით - 86:70 დასრულდა.

მატჩი დიდად დაძაბული არ ყოფილა,: „ჰიუნდაიმ“ პირველი პერიოდი რომ მოიგო, შემდეგ ლიდერობა აღარ დაუთმია. არმიელები ცდილობდნენ, მაგრამ ჩამორჩენილ დროში ვითარების დაძაბვა ვერ მოახერხეს.

გამარჯვებულთაგან ბომბარდირი ნიკა ლეონიძე გახდა 19 ქულით, ორმაგი დუბლი კი გიორგი კორსანტიამ (18 ქულა, 12 მოხსნა) და ალექსანდრე ფევაძემ (15 ქულა, 15 მოხსნა) მიითვალეს. „არმიაში“ 18 ქულით საუკეთესო იყო ვასილ მჭედლიშვილი.

მეორე მატჩი გაცილებით დაძაბული გამოდგა. „ზაზასა“ და „რუსთავის“ მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან - მეორე. საბოლოოდ კი უფრო მობილიზებულნი „ზაზას“ გუნდის წევრები აღმოჩდნენ, რომლებმაც შეხვედრა 4 ქულით - 63:59 მოიგეს. გამარჯვებულთაგან ლუკა კალატოზიშვილი გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა. 20 ქულა და 12 მოხსნა რუსთაველი ირაკლი წიქარიშვილის ანგარიშზეა.

 არმია - ჰიუნდაი  70:86

ზაზა - რუსთავი  63:59

2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890