← სიახლე
ფინალური სერიის პირველ მატჩში "ჰიუნდაიმ" "ზაზა" დაამარცხა

2017-04-30



 გალერეა

საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია გაიხსნა. ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტულისთის ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „ზაზა“ ხვდებიან. სერიის პირველი მატჩი ჰიუნდაელებმა იოლად - 76:49 მოიგეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

ზაზას აკადემიის გუნდმა 20-წლამდელთა ეროვნული ნაკრების საბაზისო გუნდს მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწია წინააღმდეგობა. საწყისი პერიოდი ფრედ - 16:16 დასრულდა და შეიქმნა აზრი, რომ თამაში დაძაბულ ბრძოლაში გაგრძელდებოდა. თუმცა მეორე 10-წუთეულში ვითარება შეიცვალა. „ჰიუნდაიმ“ დაცვა გაამაგრა და შეტევაშიც გზა გაეხსნა. შედეგად, მეორე მეოთხედი 20:7 მოიგო და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ლიდრობით გავიდა.

მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. მესამე პერიოდი თანაბარი გამოდგა, თუმცა ბოლოში „ჰიუნდაიმ“ ისევ იძალა და ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია. საბოლოოდ თამაში ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. ჰიუნდაელებმა 27 ქულით იმარჯვეს და თუკი ხვალ, სერიის მეორე მატჩსაც მოიგებენ, ჩემპიონები გახდებიან.

გამარჯვებულებს 16 ქულით დავით ლომიძემ ულიდერა. 13-13 ქულა მიითვალეს ალექსანდრე ფევაძემ და რატი ნუცუბიძემ. 12 ქულა ნიკა ლეონიძის ანგარიშზე დაგროვდა. „ზაზაში“ 18 ქულით საუკეთესო ნიკა აბულაძე გახლდათ.

ფინალური სერიის მეორე მატჩი 1 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890