← სიახლე
რუსთავი ბრინჯაოს პრიზიორია

2017-05-01



 გალერეა

საქართველოს 20-წლამდელთ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა საკალათურთო კლუბი „რუსთავი“. ოთარ ხმელიძისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ადგილისთის მატჩში „არმიას“ 3 ქულის სხვაობით - 82:79 სძლია და საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

მატჩის ბედი ძირითად დროში ვერ გამოვლინდა. შეხვედრისთის განკუთვნილი 40 წუთი ფრედ - 64:64 დასრულდა. ოვერტაიმშიც დიდი ბრძოლა გაჩჭდა, რომელშიც უფრო შედეგიანები რუსთაველები აღმოჩდნენ და ბრინჯაოს მედლებიც მათ დარჩათ.

რუსთაველებს 28 ქულით ირაკლი წიქარიშვილმა ულიდერა, რომელმაც გადამწყვეტი 2 საჯარიმო თამაშის დასრულებამდე ათიოდ წამით ადრე ჩააგდო. 13 ქულა დააგროვა გიგი ტაბაღუამ, 9 ქულა და 11 მოხსნა საბა პაპუაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. არმიელებს 25 ქულითა და 11 მოხსნით ვახტანგ გაფრინდაშვილმა ულიდერა. 10-10 ქულა დააგროვეს ვასილ მჭედლიშვილმა და ნიკა გოგოხოხიამ.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. რუსთაველი მოთამაშეები დამწვრთნელები სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ მედლებით და სიგელებით დააჯილდოვა.

 

 

2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890