← სიახლე
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

2017-07-13


ქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. კონტინენტის პირველობის B დივიზიონს რუმინეთის ქალაქი ორადეა 14-23 ივლისს უმასპინძლებს. ტურნირის მონაწილე 21 გუნდი 4 ქვეჯგუფშია გადანაწილებული, ხოლო საბოლოოდ I, II და III ადგილებზე გასული გუნდები მომავალი წლისთვის ელიტარულ - A დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.   

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან: მაკედონია, მალტა, ალბანეთი და რუმინეთი. ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გავა და პლეი ოფში ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. საქართველოს ნაკრების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართელოს ნაკრებმა შეკრება თბილისში გაიარა, ხოლო 6-9 ივლისს სომხეთში იმყოფებოდა და ამ ქვეყნისა და ყაზახეთის 20-წლამდელთა ნაკრებებთან სპარინგ-მატჩები გამართა. 

2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890