← სიახლე
საქართველოს U20 ნაკრებმა პორტუგალიას სძლია და მე-7 ადგილზე გავიდა (VIDEO)

2017-07-25


საქართველოს 20-წლმდელთ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა. ტურნირის ბოლო მატჩში ქართველები პორტუგალიას შეხვდნენ და 61:53 დაამარცხეს.

საქართელოს ნაკრებს „ა“ დივიზიონში გადასვლის ამბიცია ჰქონდა და მიზანს ხორვატიასთან მეოთხედფინალში წაგების გამო ვერ მიაღწია ხორვატებმ ნახევარფინალის წარმატებით გაიარეს, „ა“ დივიზიონის საგზური მოიპოვეს და დღეს „ბ“ დივიზიონის ჩემპიონობისთის ფინალში მასპინძელ რუმინეთს შეხვდებიან. რუმინეთი ქართველების ჯგუფში იყო და ტურნირის პირველი მატჩი 12 ქულით მოგვიგო. 

პორტუგალიასთან მატჩში საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. გოგა ბითაძემ თავი 14 ქულას, 9 მოხსნაას და 3 დაფრებას მოუყარა. დაავით ლომიძემ ქართელებს 11 ქულა შეაშველა.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში ხვალ დაბრუნდება. ერთი კალათბურთელი, გოგა ბითაძე რუმინეთიდან სლოვენიაში გადავა, სადაც ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.

საქართველო - პორტუგალია 61:53 (სტატისტიკა)


2008 – 2012 © u-20.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890